თავში

მაროკოში ტურისტების მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან

​მაროკოში ტურისტების მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან
მაროკოში ტურისტების მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან

მაროკოს სასამართლომ ორი სკანდინავიელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულს, უინესა ჰაიალის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მანამდე ის უვადო სასჯელს იხდიდა.

ამავე საქმეზე სასიკვდილო განაჩენი კიდევ სამ პირს აქვს მისჯილი. გამოძიება ამტკიცებს, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან.

მკვლელობა მაროკოში გასული წლის დეკემბერში მოხდა. ორი ევროპელი ალპინისტი ქალი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 28 წლის ნორვეგიელი მარენ ველანდის და 24 წლის დანიელი ლუიზა ვესტერაგერის ცხედრები ფრანგმა ტურისტებმა აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system