თავში

მარსმავალი Perseverance გრუნტის ნიმუშებს უახლოეს კვირებში აიღებს

​მარსმავალი Perseverance გრუნტის ნიმუშებს უახლოეს კვირებში აიღებს
მარსმავალი Perseverance გრუნტის ნიმუშებს უახლოეს კვირებში აიღებს

NASA-ს სპეციალისტები უახლოეს კვირებში მარსმავალ Perseverance-ის საშუალებით მარსის გრუნტის პირველი ნიმუშების შეგროვებას გეგმავენ. ამის შესახებ პროექტის ხელმძღვანელმა, ჯენიფერ ტროსპერმა განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში NASA ნიმუშების შესაგროვებლად ადგილის ძებნით იქნება დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით, გრუნტის აღება მოხდება იმ ადგილიდან, სადაც მეცნიერების აზრით, ტბა მდებარეობდა.

სპეციალისტებს სურთ, შეამოწმონ ერთ-ერთი ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ტბა, რომელმაც ოდესღაც ეზეროს კრატერს ავსებდა, ერთხელ კი არ არსებობდა, არამედ შრებოდა და ისევ ფორმირდებოდა.

მთავარი მიზანი კი მარსზე ცხოვრების კვალის ძებნაა. NASA ასევე იმედოვნებს, გაარკვიოს, აქვთ თუ არა ვულკანური წარმოშობის კლდეებს, რომლებიც მარსმავლის მარშრუტზე მუდმივად ფიქსირდება, ვულკანური წარმომავლობა. ეს პლანეტის გეოლოგიის გასარკვევად მნიშვნელოვანია.

Perseverance-მა ნიმუშები დაახლოებით 40 სპეციალურ კონტეინერში უნდა განათავსოს. იგეგმება, რომ მათი უმეტესობას 2026 წელს სხვა მარსმავალი ჩამოიტანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system