თავში

მარსზე პირველი ჟანგბადი წარმოქმნა - PHOTO

მარსზე პირველი ჟანგბადი წარმოქმნა
მარსზე პირველი ჟანგბადი წარმოქმნა - PHOTO

პირველად ისტორიაში, შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) სპეციალისტებმა წარმოქმნეს ჟანგბადი მარსის ატმოსფეროში. ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.  

მარსზე ჟანგბადის წარმოქმნა ყველგანმავალ Perseverance- ზე დამონტაჟებული მოწყობილობის გამოყენებით მოხდა. მოწყობილობა MOXIE-ის შეუძლია საათში 10 გრამამდე ჟანგბადის გამომუშავება. პირველი ცდების დროს, მარსზე დაახლოებით 5 გრამი ჟანგბადი იყო წარმოქმნილი, რაც ერთ ასტრონავტს, სუნთქვისთვის, 10 წუთის განმავლობაში ეყოფოდა.

NASA-ს განცხადებით, მომავალში, ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი იქნება "მარსზე ჟანგბადის მიღება და შენახვა", რაც სამომავლო პილოტირებული მისიებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მომავალში, ასეთ დანადგარებს შეეძლებათ ასტრონავტების ჰაერით უზრუნველყოფა.

Photo: Technicians at NASA's Jet Propulsion Laboratory lower the Mars Oxygen In-Situ Resource Utilization Experiment (MOXIE) instrument into the belly of the Perseverance rover.

Credits: NASA/JPL-Caltech

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system