თავში

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის გადახდა დააკისრა

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის გადახდა დააკისრ
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის გადახდა დააკისრა

მოსამართლეთა დისციპლინური პალატის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთს არ შეიჩერებია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის კომპეტენციასთან დაკავშირებული დებულებების გამოყენება, პოლონეთს მიესაჯა ევროკომისიის სასარგებლოდ ყოველდღიური ჯარიმის გადახდა ერთი მილიონი ევროს ოდენობით“, - ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს განცხადებით, ჯარიმის დაკისრება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანი ევროკავშირის სამართლებრივ წესრიგსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ეს კავშირი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობაზე.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებზე უპირატესია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად უარყოფს პოლონეთის ტერიტორიაზე საერთო ევროპული პრინციპების დაცვას, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყნის კანონმდებლობას.

მრავალი ევროპული ქვეყნის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა პოლონეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა პოლონეთსა და ბლოკის დანარჩენ ნაწილებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა.

პოლონეთის ოპოზიცია და ევროპული მთლიანობის მომხრეები თვლიან, რომ ეს განაჩენი შეიძლება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისკენ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან მალევე, პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა და ევროსაბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა პოლონელებს ქუჩებში გამოსვლისაკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system