თავში

მასკი CO2-ს სარაკეტო საწვავად გადააქცევს

მასკი CO2-ს სარაკეტო საწვავად გადააქცევს
მასკი CO2-ს სარაკეტო საწვავად გადააქცევს

კომპანიების SpaceX-ისა და Tesla Inc-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დააანონსა პროგრამა, რომელიც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამოღებასა და რაკეტის საწვავად გადაქცევას ითვალისწინებს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მასკმა " Twitter-ზე" დაწერა.

"SpaceX ატმოსფეროდან CO2-ის ამოღებისა და სარაკეტო საწვავად გადაქცევის მიზნით პროგრამას იწყებს“, - დაწერა მასკმა.

მასკმა აღნიშნა, რომ ეს მარსის ათვისებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ცნობისთვის, ჟურნალმა Time Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი "წლის ადამიანად" დაასახელა.

"მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს არ აქვს სახლი და ცოტა ხნის წინ თავისი ქონება გაყიდა. მას ორბიტაზე თანამგზავრები გაჰყავს და მზეს იყენებს, ის მართავს მანქანას, რომელიც მან შექმნა, რომელიც ბენზინს არ მოიხმარს და მძღოლი თითქმის არ სჭირდება“, - ნათქვამია Time-ის სპეციალურ მასალაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system