თავში

ნიუ-იორკში გვამები მაცივარი-სატვირთოებით გააქვთ - PHOTO

ნიუ-იორკში გვამები მაცივარი-სატვირთოებით გააქვთ - PHOTO
ნიუ-იორკში გვამები მაცივარი-სატვირთოებით გააქვთ - PHOTO

ნიუ-იორკი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უსწრებს. ნიუ-იორკის შტატში, სადაც 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, COVID-19-ის 160 000 - მდე შემთხვევა ფიქსირდება და ეს რიცხვი პროგრესირებს. 

ქალაქი ნიუ-იორკის მოსახლეობა კი განვითარებული მოვლენების გამო სახლებიდან გამოსვლას ერიდება. ქალაქში საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული. ცოტა ხნის წინ საქმეში სამედიცინო გემები ჩაერთვნენ, რომლებიც ნიუ-იორკის სანაპიროზე გაჩერდნენ და დამატებითი საავადმყოფოს როლს ასრულებენ. 

შეშინებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოებს ავრცელებენ, თუ როგორ გაყავთ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები მაცივარი-სატვირთოებით. 

Reuters-მა სურათები გამოაქვეყნა სადაც დრონით გადაღებულ ფოტოებში მასობრივი სასაფლაოებია ნაჩვენები. 

ნიუ-იორკის მერმა დღევანდელი მდგომარეობა 11 სექტემბრის ტერაქტს შეადარა. მისი თქმით ვირუსი საზოგადოებას ისეთი განურჩევლობით ებრძვის, როგორც 9/11-ის მოვლენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system