თავში

მე-17 საუკუნის ძვირფასი ნახატები ნაგავსაყრელზე იპოვეს

​მე-17 საუკუნის ძვირფასი ნახატები ნაგავსაყრელზე იპოვეს
მე-17 საუკუნის ძვირფასი ნახატები ნაგავსაყრელზე იპოვეს

გერმანიის პოლიცია არკვევს, როგორ აღმოჩნდა XVII საუკუნის ჰოლანდიელი და იტალიელი მხატვრების ორი ძვირფასი ნახატი ბავარიის ერთ-ერთ მაგისტრალთან გზის პირას მდებარე ნაგავსაყრელზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN  ავრცელებს.

ზეთის ტილოები, სავარაუდოდ, ჰოლანდიელი სამუელ ვან ჰოგსტრატენისა და იტალიელი პიეტრო ბელოტის მიერ არის შექმნილი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყო მათი მფლობელი. ნამუშევრები ნაგავსაყრელზე გამვლელმა იპოვა, რომელმაც ისინი პოლიციას გადასცა.

პოლიცია მიმართავს ყველას, ვინც ნახატების შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობს და სთხოვს, აცნობონ ამის შესახებ სამართალდამცავებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system