თავში

მე ტრანსგენდერი არ ვარ - ბრიჯიტ მაკრონი

​მე ტრანსგენდერი არ ვარ - ბრიჯიტ მაკრონი
მე ტრანსგენდერი არ ვარ - ბრიჯიტ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ, ბრიჯიტ მაკრონმა, განაცხადა, რომ ბოროტმოქმედები, რომლებმაც მისი ტრანსგენდერობის შესახებ ცრუ ჭორები გაავრცელეს, ინტერნეტში მისი ოჯახის შესახებ მონაცემები შეცვალეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"თავიდან შორიდან ვუყურებდი ამას, მესმოდა რას ამბობდნენ, სანამ მივხვდებოდი, რომ მათ ჩემი ოჯახის გენეალოგიური ხე შეცვალეს... უცებ ჩემი საკუთარი ძმა გავხდი. აქ კი ჩემი მშობლების გენეალოგიაზეა საუბარი და ეს დაუშვებელია", - განაცხადა პირველმა ლედიმ რადიოსადგურ RTL France-ის ეთერში.

მისი თქმით, ეს უკვე 4 წელია გრძელდება და ის ბულინგის წინააღმდეგ იბრძვის.

"ბოლოს ადვოკატები ავიყვანე, რომ ეს ინფორმაცია წაშლილიყო", - განაცხადა პირველმა ლედიმ.

გავრცელებული ჭორების თანახმად, რომელთა გასაჩივრებას პირველი დელი სასამართლოში აპირებს, ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცი, სახელად ჟან-მიშელ ტრონიე იყო და სქესი შეიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system