თავში

მედია: ესპანეთი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

მედია: ესპანეთი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება
მედია: ესპანეთი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

ესპანეთის მთავრობა, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით, ქვეყანის ჩაკეტვას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით The Guardian იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქეებს ორშაბათიდან გადაადგილება აეკრძალებათ. გამონაკლისი იქნება განსაკუთრებული საჭიროებები.

ქვეყნის მთავრობა ამჟამად კარანტინის წესებზე მსჯელობს.

ესპანეთში, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 6 023 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 191 ადამიანი, ხოლო 189 - გამოჯანმრთელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system