თავში

მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინსი ოფიციალურად განქორწინდნენ

მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინსი ოფიციალურად განქორწინდნენ
მეგან ფოქსი და  ბრაიან ოსტინ გრინსი ოფიციალურად განქორწინდნენ

ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა, მეგან ფოქსმა საბოლოო ნაბიჯი გადადგა და ბრაიან ოსტინ გრინს ოფიციალურად გაშორდა. წყვილმა განქორწინების დოკუმენტები ლოს-ანჯელესის სასამართლოში წარადგინა, სადაც უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, ორივე მათგანს დაშორების თარიღი სხვადასხვა ეწერა. მეგანმა განქორწინების დოკუმენტში 2019 წლის ნოემბერი დაწერა, ხოლო ბრაიანმა 2020 წლის 5 მარტი, მისი თქმით, ეს თარიღი მათი ქორწინების 10 წელს უკავშირდებოდა.

მეგანმა ყოფილი მეუღლე ამერიკელ რეპერთან, რიჩარდ კოლსონ ბეიკერთან, მეტსახელად MGK-თან ურთიერთობის გამო მიატოვა.

მეგანს და ბრაიანს სამი ვაჟი ჰყავთ - ნოა 8 წლის, ბოდი 6 და ჯორნი 4 წლის, ყოფილმა ცოლმა ბრაიანს ბავშვებზე მეურვეობა დააკისრა და სთხოვა, რომ ისინი ერთობლივად გაეზარდათ. მსახიობმა სასამართლოს მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე თანხმობა განაცხადა.

ერთმანეთთან ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, ორივე მზად იყო ცვლილებებისთვის. ცნობილია, რომ 22 ნოემბერს ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე მეგანი წითელ ხალიჩაზე MGK -სთან ერთად ისე წარსდგა, როგორც წყვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system