თავში

მეგან მარკლი Mail on Sunday-ს უჩივის

მეგან მარკლი Mail
მეგან მარკლი Mail on Sunday-ს უჩივის

სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას საკმარისად ქონდათ მიზეზები იმისათვის, რომ გამოცემა Mail on Sunday-სთვის ეჩივლათ. პრესა მეგანის მიმართ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ მასალას აქვეყნებდა.

პრინცი ჰარის განცხადებით, მან "Daily Mail" - ის "Mail On Sunday" - ს წინააღმდეგ ბრძოლა იურიდიული გზით დაიწყო, რადგან ისინი მეგანს ყალბ ინფორმაციას უვრცელებდნენ და განზრახ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მისი განსაკუთრებული გაღიზიანება კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გამოცემამ მეგანის მამისადმი მიწერილი პირადი წერილი უკანონოდ გამოაქვეყნა.

საუბარია წერილზე, რომელიც მეგან მარკლმა მამას, თომას მარკლს ქორწილის შემდეგ მიწერა.

პრინცმა ჰარიმ გრძელი სიტყვა გამოაქვეყნა, სადაც ადამიანის ღირებულებებსა და დაუნდობელ მედიაზე საუბრობს. ის შიშობს და არ უნდა, რომ ისტორია განმეორდეს. ის დედამისის,  პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system