თავში

მეგან მარკლმა ტყეში მოისაქმა, რითიც პრინცი ჰარი აღაფრთოვანა

​მეგან მარკლმა ტყეში მოისაქმა, რითიც პრინცი ჰარი აღაფრთოვანა
მეგან მარკლმა ტყეში მოისაქმა, რითიც პრინცი ჰარი აღაფრთოვანა

პრინცი ჰარი აღფრთოვანებული იყო, როდესაც მეგან მარკლმა საზღვარგარეთ მათი პირველი მოგზაურობის დროს ტყეში მოისაქმა. გამოცემა Daily Mail წერს, რომ ამის შესახებ ნათქვამია წიგნში "თავისუფლების ძიებაში".

ჰარისა და მეგანის ცხოვრება ომიდ სკობიმ და კაროლინ დიურანმა აღწერეს.

წიგნში, რომელიც გაყიდვაში დღეს გამოვიდა, აღწერილია წყვილის მოგზაურობა ბოტსვანაში. აქ მეგანი და ჰარი პირველი პაემნიდან სულ რაღაც თვენახევარში გაემგზავრნენ. ავტორები წერენ, რომ ჰარი მეგანის "უბრალოებით აღფრთოვანებული" დარჩა.

"ლაშქრობის დროს ის მშვიდად იწმენდდა სახეს სველი, საბავშვო ხელსახოცით და ტყეში მიდიოდა, როდესაც საპირფარეშო სჭირდებოდა", - წერენ ავტორები.

წიგნში ასევე აღნიშნულია, რომ მეგანი ჰარის ყოველთვის უბიძგებდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაეცვა და მოგვიანებით იოგასა და მედიტაციას აზიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system