თავში

მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი - განახლებულია - PHOTO - VIDEO

მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი
მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი - განახლებულია - PHOTO - VIDEO

მექსიკაში, ოახაკას შტატში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანდა საავადმყოფო. გარდაცვლილი შენობის ფასადის ნანგრევებში მოხდა. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.

გუბერნატორის თქმით, ახლა პაციენტები სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. 

აშშ-ის ცუნამის შესახებ გაფრთხილების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მექსიკის დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე უბანზე ცუნამია მოსალოდნელი. ცენტრის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტალღების სიმაღლე ერთიდან 3 მეტრამდე იქნება. 

20:22

მექსიკის სამხრეთ ნაწილში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ოახაკას შტატში, ქალაქ კრუსესიტადან სამხრეთით, 23 კილომეტრში დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ადამიანებს შენობები დაატოვებინეს. მათ უკან ჯერ არ უშვებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system