თავში

მექსიკაში გიგანტური ღრმული გაჩნდა

მექსიკაში გიგანტური ღრმული გაჩნდა
მექსიკაში გიგანტური ღრმული გაჩნდა

მექსიკაში, პუებლის შტატში გიგანტური ზომის მიწისქვეშა ღრმული გაჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის, ღრმულის დიამეტრი 100 მეტრს შეადგენს, ხოლო მისი სიღრმე 20 მეტრია. ამის მიუხედავად მისი ზომა დღითი დღე იზრდება.

მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, მიწის ჩავარდნა გეოლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვია. ღრმული წყლით არის სავსე და წლის დონე თანდათან უფრო მატულობს. 

ახლომდებარედ მცხოვრები თვითმხილველები აცხადებენ, რომ ღრმულის გაჩენამდე მათ აფეთქების მსგავსი ხმა გაიგონეს. 

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ მიმდინარე გეოლოგიური პროცესი დროულად არ შეჩერდება, საფრთხის წინაშე ათეულობით სახლი აღმოჩნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system