თავში

მექსიკელი გმირი, რომელმაც ქარიშხლისას 300 ძაღლი შეიფარა

მექსიკელი გმირი, რომელმაც ქარიშხლისას 300 ძაღლი შეიფარა
მექსიკელი გმირი, რომელმაც ქარიშხლისას 300 ძაღლი შეიფარა

მექსიკაში, იუკატანის შტატში ტროპიკული შტორმის მოახლოების გამო, ადგილობრივმა მცხოვრებმა, რიკარდო პიმენტელმა 300 ძაღლი სახლში შეიფარა. ამის შესახებ New York Post წერს.

პიმენტელი მექსიკის ქალაქ კანკუნში, Tierra de Animales-ის თავშესაფარში მუშაობს. აქ 500-მდე ცხოველი და ქვეწარმავალი ცხოვრობს. 

"ის 300 ძაღლი, რომლებიც ჩემს სახლში მოვიყვანე, Tierra de Animales-ში ცხოვრობს.  უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი თავშესაფრები ყველა ძაღლისთვის, რომ ქარიშხალს გაუძლონ, ამიტომ მისგან რომ დავიცვათ, გადავწყვიტე, ისინი სახლში მომეყვანა", - განაცხადა პიმენტელმა.

ცხოველების მომვლელს, რომელმაც პატარა ასაკში გადაწყვიტა მათზე ზრუნვა, სურს, რომ ცხოველებს ქარიშხლისგან დამცავი გარემო ჰქონდეთ.

მან ასევე დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცხოველებს უკეთესი გარემო და პირობები შეუქმნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system