თავში

მექსიკის პრეზიდენტი ბაიდენს ვაქცინის განაწილებას სთხოვს

მექსიკის პრეზიდენტი ბაიდენს ვაქცინის განაწილებას სთხოვს
მექსიკის პრეზიდენტი ბაიდენს ვაქცინის განაწილებას სთხოვს

მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს ვაქცინის განაწილების თხოვნით 2 მარტს გასამართ ვირტუალურ სამიტზე მიმართავს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, მექსიკის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ესპანეთი აშშ-ისაგან ვაქცინებს სესხად აიღებს და მათ თანხას წლის ბოლოს გადაიხდის. 

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საზღვრების გახსნის თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან, კანადასა და მექსიკასთან თანამშრომლობა უპირატესია. 

ცნობისათვის, ამ დროისათვის აშშ-ში უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინაა რეგისტრირებული, Moderna, Pfizer და Johnson & Johnson.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system