თავში

მექსიკის ყურეში მეკობრეები იტალიურ ხომალდს დაესხნენ თავს

​მექსიკის ყურეში მეკობრეები იტალიურ ხომალდს დაესხნენ თავს
მექსიკის ყურეში მეკობრეები იტალიურ ხომალდს დაესხნენ თავს

ორი მეზღვაური დაშავდა მექსიკის ყურეში მომხდარი ინციდენტის შედეგად. შეიარაღებული ჯგუფი, რომელშიც 7-8 მეკობრე შედიოდა, იტალიურ ხომალდს ორი კატერით მიუახლოვდა, ბორტზე ავიდა და ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგ გაძარცვა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Adnkronos ავრცელებს.

თავდასხმის დროს გემზე 35 ადამიანი, მათ შორის მექსიკის სავაჭრო ფლოტის თანამშრომელი იმყოფებოდა. მან მომხდარის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აუწყა, რომელმაც იტალიურ გემს სამხედრო ხომალდი გამოუყო. დაჭრილები უახლოეს პორტში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system