თავში

მექსიკის სამი ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, ქრთამის საქმეში იყოს გარეული

​მექსიკის სამი ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, ქრთამის საქმეში იყოს გარეუ
მექსიკის სამი ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, ქრთამის საქმეში იყოს გარეული

მექსიკის სამი ყოფილი პრეზიდენტი, ასევე რამდენიმე მაღალჩინოსანი ბრაზილიური სამშენებლო კომპანია "Odebrecht-ისგან" ქრთამს იღებდნენ. ასეთი ჩვენება მექსიკური ნავთობის სახელმწიფო კორპორაციის "Petroleos Mexicanos" (Pemex) ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ემილიო ლოზოიამ გენერალურ პროკურატურას მისცა.

ჩვენების ფრაგმენტებმა მექსიკურ მედიაში გაჟონა. ლოზოია სამ ყოფილ პრეზიდენტს ასახელებს: ფილიპე კალდერონს, ენრიკე პენია ნიეტოს და კარლოს სალინასს. მისი თქმით, პენია ნიეტომ საპრეზიდენტო კამპანიისთვის "Odebrecht-ს" $6 მილიონი მოსთხოვა, თუმცა ბრაზილიურმა კომპანიამ მხოლოდ $4 მილიონი მისცა.

ლოზოია ამბობს, რომ ქრთამს სამშენებლო კომპანიისგან ყოფილი მინისტრები, კანონმებლები, გუბერნატორები და სხვა პოლიტიკოსებიც იღებდნენ.

შეგახსენებთ, სკანდალი "Odebrecht-ის" გარშემო 2016 წელს აგორდა. აშშ-ში კომპანია 12 ქვეყანაში მაღალჩინოსნების მოსყიდვაში დაადანაშაულეს, რომელთა შორის მექსიკაც ფიგურირებდა. სანაცვლოდ კომპანია მილიონიან კონტრაქტებს იღებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system