თავში

მელანია ტრამპი: ამერიკელები სამართლიან არჩევნებს იმსახურებენ

მელანია ტრამპი: ამერიკელები სამართლიან არჩევნებს იმსახურებენ
მელანია ტრამპი: ამერიკელები სამართლიან არჩევნებს იმსახურებენ

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში ყველა "ლეგალური" ხმა უნდა იქნას გათვალისწინებული.

"ამერიკელები იმსახურებენ სამართლიან არჩევნებს. ყოველი ლეგიტიმური - და არა არალეგიტიმური -  ხმა უნდა დაითვალოს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია სრული გამჭვირვალობით", - წერს მელანია Twitter-ზე.

ამერიკული მედიის ცნობით, არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების მიუხედავად, ტრამპი დანებებას არ აპირებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატებმა არჩევნები გააყალბეს და 9 ნოემბერს ის არჩევნების შედეგების სამართლიან გამოძიებას სასამართლოში მოითხოვს.

ცნობისთვის, 3 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნები გაიმართა. ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, ბაიდენის გამარჯვება უკვე აღიარეს, როგორც საერთაშორისო გამოცემებმა, ასევე მრავალი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებმა. ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა მოიპოვა, გამარჯებისთვის კი მას 270 ხმა სჭირდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system