
ამერიკელმა მომღერალმა, პროდიუსერმა და კომპოზიტორმა, მერაია ქერიმ თავის ახალ წიგნში საიდუმლო გაამხილა და თქვა, რომ მან 1995 წელს როკ ჯგუფ Chick-თან ერთად იმუშავა ალბომზე "Someones Ugly Daughter".
მომღერალი როკ-ჯგუფთან ერთად, საკუთარი ალბომის ,"Daydream-ის" პარალელურად მუშაობდა.
”მე იმ დროისთვის მივმართე პოპულარული პანკ-მომღერლების სტილს. ისინი შეიძლება ნერვიულები, ძველი ფეხსაცმლით, უსუფთაო სამოსით, ცუდი წარბებით იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი გათვლილი იყო. მინდოდა თავისუფლება, მინდოდა, მოვდუნებულიყავი, მინდოდა, მწუხარე ვყოფილვიყავი, მაგრამ ამავე დროს სიცილიც მინდოდა", - განაცხადა მერაია ქერიმ.
მერაია ქერის ახალი წიგნი "The Meaning of Mariah Carey" ამაზონზე 29 სექტემბრიდან გაიყიდება.
Fun fact: I did an alternative album while I was making Daydream Just for laughs, but it got me through some dark days. Here's a little of what I wrote about it in #TheMeaningOfMariahCarey S/O to my friend Clarissa who performs the lead w/ me as a hidden layer #Chick #TMOMC pic.twitter.com/Re23t5whcd
— Mariah Carey (@MariahCarey) September 27, 2020
თეკო გიორგაძე
ავტორი