თავში

მერკელი ბრიტანეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ფრენების შეჩერებას ითხოვს

მერკელი ბრიტანეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ფრენების შეჩერებას ითხო
მერკელი ბრიტანეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ფრენების შეჩერებას ითხოვს

გერმანიის ხელისუფლება, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამის გავრცელების გამო, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის სრულ შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კანცლერი ანგელა მერკელი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავს. 

ექსპერტთა ვარაუდით, მას შემდეგ, რაც გერმანიამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა, ამ მაგალითს მთელი ევროკავშირი დაიცავს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა, სულ მცირე, 6 იანვრამდე გაგრძელდება. 

გარდა ამისა, გერმანია გეგმავს ფრენების შეჩერებას სამხრეთ აფრიკაშიც.

ჯანმო-ს ინფორამციით, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ამ დროისათვის დიდ ბრიტანეთში ფართოდ არის გავრცელებული, დანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაშიც დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა, ძველ შტამთან შედარებით 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

დიდი ბრიტანეთის ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსის საფრთხეების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, კრის უიტის განცხადებით, ლონდონში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტში პაციენტები სწორედ ახალი სახეობით არიან დაავადებულები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system