თავში

მერკელი COVID-19-ის რისკის ზონებიდან ადამიანების ჩამოსვლაზე კონტროლს ითხოვს

​მერკელი COVID-19-ის რისკის ზონებიდან ადამიანების
მერკელი COVID-19-ის რისკის ზონებიდან ადამიანების ჩამოსვლაზე კონტროლს ითხოვს

კორონავირუსის ინდური შტამისა და მისი მუტაციების გავრცელება გვაფრთხილებს, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. ინფორმაციას Der Tagesspiegel ავრცელებს.

მიაი თქმით, ამ შტამის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი კონტროლია საჭირო.

"შტამი "დელტა", რა თქმა უნდა, ჩვენს შეშფოთებას იწვევს. მე მომხრე ვარ, რომ ჩვენ უფრო კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, მათ შორის ვირუსის შტამების გავრცელების კუთხით საშიში რეგიონებიდან ჩამოსვლის საკითხში", - განაცხადა მერკელმა.

კანცლერის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის შემდგომი ზომები ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრის მთავარი თემა იქნება.

ცნობისთვის, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ამჟამად გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 15% "დელტა" შტამზე მოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system