თავში

მერკელი სინაგოგებზე თავდასხმას გმობს 

მერკელი სინაგოგებზე თავდასხმას გმობს 
მერკელი სინაგოგებზე თავდასხმას გმობს 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სინაგოგებსა და გერმანიაში სხვა ებრაულ კულტურულ დაწესებულებებზე თავდასხმა დაგმო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ხუთშაბათს გერმანულმა პოლიციამ ათობით მამაკაცი დააკავა, რომლებიც ებრაული დროშის დაწვაში, სინაგოგების დაზიანებასა და ებრაული მემორიალებისთვის ცეცხლის წაკიდებაში არიან ბრალდებულნი. ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ხელისუფლება გერმანიაში საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს.

"ჩვენი დემოკრატია არ დაუშვებს ანტისემიტიზმის ასეთ გამოვლინებას", - განაცხადა ხელისუფლების სპეციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა.

გერმანიაში ისრაელის ელჩმა ჯერემი ისაჩაროფმა ხელისუფლებას ქვეყანაში მცხოვრები ებრაული თემის დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათ ახლოს აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან არაფერი საერთო არა აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system