თავში

მერკელმა გერმანიაში საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა

​მერკელმა გერმანიაში საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა
მერკელმა გერმანიაში საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიაში ახალი საკარანტინო რეჟიმის დაწესების შესახებ განაცხადა. ის 2 ნოემბერს ამოქმედდება და სულ მცირე ერთ თვეს გაგრძელდება. მიზეზი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესებაა.

გერმანიაში დაიკეტება ფიტნეს-ცენტრები, სილამაზის სალონები, თეატრები და კინოთეატრები. კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებს.

სახლის ფარგლებს გარეთ აკრძალულია 10 ადამიანზე მეტი შეკრება.

საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და მაღაზიებს მუშაობის გაგრძელება შეუძლია, თუ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები მკაცრად იქნება დაცული.

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის 11 409 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system