თავში

მესი ჩინური ვაქცინით აიცრება

მესი ჩინური ვაქცინით აიცრება
მესი ჩინური ვაქცინით აიცრება

არგენტინის ნაკრების მთელი შემადგენლობა, მათ შორის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ჩინური ვაქცინით აიცრება.

ესმანური მედიის ცნობით,სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებით, კონტინენტის ჩემპიონატის (Copa America) ყველა მონაწილე, ვალდებული იქნება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს, რისთვისაც ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინის 50 000 დოზა მიიღო.

"ეს ჩვენს მოთამაშეებსა და მთელ გარემოცვას დაცვის საშუალებას მისცემს, რადგან ყველამ ვიცით, რომ გუნდი მხოლოდ მოთამაშეთაგან არ შედგება. მთელს ორგანიზაციას ექნება იმუნიტეტი", - განმარტა "კონმებოლის" პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა, 

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში კოლუმბიასა და არგენტინაში 13 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system