თავში

Meta რეკლამის დეტალური პარამეტრების ამოღებას გეგმავს

Meta რეკლამის დეტალური პარამეტრების ამოღებას გეგმავს
Meta რეკლამის დეტალური პარამეტრების ამოღებას გეგმავს

ამერიკული კომპანია Meta, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ს ფლობს, რეკლამის დეტალური პარამეტრებს ამოიღებს, რომელმაც, შესაძლოა, მომხმარებელთა ზოგიერთ ჯგუფში უარყოფითი ემოციები გამოიწვიოს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

ეს ინიციატივა 2022 წლის 19 იანვარს ამოქმედდება.

ამრიგად, წაიშლება პარამეტრები, რომლებიც რასასთან, ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან და სხვას თემებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, შეუძლებელი იქნება სამიზნე აუდიტორიის მოძიება ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა „ქიმიოთერაპია“ ან „კათოლიკური ეკლესია“.

დეტალური დამიზნება არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რაც შეიძლება ზუსტად მოიძიოთ ადამიანთა ჯგუფი, რომლისთვის კონკრეტული რეკლამა არის გამიზნული. კომპანიამ აღიარა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესისა და ორგანიზაციების ზოგიერთ სფეროზე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს.

"ჩვენმა ზოგიერთმა სარეკლამო პარტნიორმა გამოთქვა შეშფოთება ამ მიზნობრივი პარამეტრების გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ პოზიტიურ ცვლილებებს საზოგადოებაში, ამასთან, სხვებს მათი აღმოფხვრის გადაწყვეტილება ესმით“, - აცხადებენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system