თავში

მეტრო მელიის გამო გააჩერეს

​მეტრო მელიის გამო გააჩერეს
მეტრო მელიის გამო გააჩერეს

პარიზის მეტროპოლიტენის მე-8 ხაზი დღედ დილით დროებით გაჩერდა. მიზეზი ლიანდაგებზე აღმოჩენილი მელია გახდა, რომელიც სადგურებს - Liberté და Porte de Charenton შორის დარბოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა 20minutes.fr ავრცელებს. 

მეტროპოლიტენის მე-8 ხაზის ადმინისტრაციამ უამრავი შეტყობინება მიიღო. მოქალაქეები მელიის მდგომარეობის გარკვევას ცდილობდნენ.

პარიზის მეტროს ხელმძღვანელობამ ისინი დაამშვიდა და განაცხადა, რომ ცხოველი კარგად არის, ის არ დაშავებულა, თუმცა მისი დაჭერა ჯერ ვერ მოხერხდა.

პარიზის სატრანსპორტო სამმართველო სპეციალურ სამსახურს ეძებს, რომელიც მელიას იპოვის და ლიანდაგებიდან ამოიყვანს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა ცხოველი მიწისქვეშა ტრანსპორტის ტერიტორიაზე. 

შეგახსენებთ, დღეს მელია ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთ შენობაში შეძვრა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system