თავში

მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწა უფრო მკრთალი გახდა

​მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწა უფრო მკრთალი გახდა
მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწა უფრო მკრთალი გახდა

ესპანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწა 30 წლის განმავლობაში უფრო მკრთალი გახდა. ამის შესახებ Forbes წერს.

ამის მიზეზად ოკეანეების დათბობისა და გლობალური დათბობის გამო პლანეტის ამრეკლავიობის შემცირება სახელდება.

"ამრეკლავიობის დაქვეითება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ 3-წლიანი მონაცემები გავაანალიზეთ, მანამდე კი 17-წლიანი პლატო ფიქსირდებოდა", - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ფილიპ გუდმა ნიუ-ჯერსიის უნივერსიტეტიდან.

მეცნიერებმა თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემები, ასევე ხმელეთის სიკაშკაშე გააანალიზეს. შედეგად, მათ ამრეკლავიობის 0.5%-ით შემცირება დააფიქსირეს.

მეცნიერები თვლიან, რომ პლანეტა იმის გამო დაბინდდა, რომ წყნარი ოკეანის თბილი ნაწილის თავზე სინათლის ამრეკლავი ღრუბლები შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system