თავში

მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერისგან საკვები პროდუქტის შექმნა შეუძლიათ - VIDEO

მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერისგან საკვები პროდუქტის შექმნა შეუძლიათ
მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერისგან საკვები პროდუქტის შექმნა შეუძლიათ - VIDEO

ფინელი მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერის წყლისა და ელექტროობის დახმარებით რევოლუციური საკვების შექმნა შეუძლიათ. მუდმივად მზარდი მოსახლეობის კვება დედამიწის რესურსებზე დიდ გავლენას ახდენს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. სოფლის მეურნეობა სათბურის აირების დაგროვების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა. კერძოდ, ის  მსოფლიოს სასათბურე აირების ემისიების 14,5% -ზეა პასუხისმგებელი, რაც ძირითადად ძროხის და რძის პროდუქტების წარმოებისას ხდება. გარდა ამისა, მიწათმოქმედებისთვისაც დიდი ტერიტორიებია საჭირო, რომლებიც ნახშირბადის წარმოქმნის კიდევ ერთი წყაროა. ამ საქმიანობას, ასევე წყლის უზარმაზარი რაოდენობაც სჭირდება- წყალმომარაგების 70%-მდე მთელს მსოფლიოში. ამის შეცვლას კი ჰელსინკიში დაფუძნებული კომპანია "Solar Foods" ცდილობს. 

იმისათვის, რომ პლანეტა კლიმატის ცვლილებისგან დავიცვათ, საკვები პროდუქტის წარმოება სოფლის მეურნეობას აღარ უნდა დავუკავშიროთ”, - ამბობს "Solar Foods–ის" აღმასრულებელი დირექტორი პასი ვაინიკა. 

პროტეინის პუდრი

საპილოტე გეგმა, სტარტაპ ქარხანაში ნატურალური პროტეინის, სახელად "სოლეინის" წარმოებაა. ეს სხვა, უკვე არსებული პროტეინების დანამატების მსგავსი პროდუქტია. მას  შესამჩნევი გემო არ აქვს და  თითქმის ნებისმიერი საჭმელს შეიძლება დაემატოს. კომპანიაში "Solar Foods" აცხადებენ, რომ მის პროდუქტს მცირე ნახშირბადის კვალი მაინც შეემჩნევა.

"სოლეინი" მიკრობული დუღილის აპარატში მზადდება. ეს ტექნიკა, ლუდის წარმოებაში გამოყენებული პროცესის მსგავსია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიკრობებისთვის საკვებად შაქრის დამატების ნაცვლად, სოლეინის მიკრობი, მხოლოდ წყალბადის ბუშტებს, ნახშირორჟანგს, ნუტრიენტებსა (ეს ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვისაა უცილებელი) და ვიტამინებს ჭამს.

Solar Foods წყალბადს წყალში ელექტროენერგიის შეყვანით იღებს ხოლო ნახშირბადს კი ჰაერიდან. კომპანია მას სწორედ ამიტომ უწოდებს "ჰაერიდან მიღებულ საკვებს". ყოველივე ეს კი განახლებადი ენერგიით იწარმოება, რაც გარემოს დაბინძურებასა და ნახშირბადის ნაკვალევს ამცირებს. 

საბოლოო ჯამში, თქვენ მიიღებთ ფხვნილს, რომელიც დაახლოებით 65 პროცენტს პროტეინს, ნახშირწყლებს და ცხიმებს შეიცავს”, - განუცხადა ვაინიკკამ CNN- ს.

ამ ფხვნილის დამატება ისეთ პროდუქტებშია შესაძლებელი, როგორიცაა პური და მაკარონი, ასევე ხორცის მცენარეულ შემცვლელებში. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოვა დრო, როდესაც მისი გამოყენება ლაბოტატორიული ხორცისთვის საკვების სახით იქნება შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system