თავში

მეცნიერები ელვის კონტროლს გიგანტური ლაზერით შეეცდებიან

​მეცნიერები ელვის კონტროლს გიგანტური ლაზერით შეეცდებიან
მეცნიერები ელვის კონტროლს გიგანტური ლაზერით შეეცდებიან

ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მთის მწვერვალზე მძლავრი ლაზერი განათავსეს. ისინი შეისწავლიან, შესაძლებელია თუ არა მისი მეხამრიდის სახით გამოყენება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ლაზერული სხივი ქარიშხლის ღრუბლებში სტატიკურ მუხტს შექმნის, რაც ელვის დარტყმას გამოიწვევს.

"ჩვენ განვმუხტავთ ქარიშხლის ღრუბელს, შევამცირებთ მის მუხტს და ამით მეხის მომდევნო დაცემის პრევენციას მოვახდენთ", - განაცხადა კვლევითი ჯგუფის ლიდერმა, შვეიცარიელმა ფიზიკოსმა ჟან-პიერ ვოლფმა.

ვოლფის თქმით, მეხამრიდები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, იცავს შედარებით მცირე ტერიტორიას და არ აქვს მნიშვნელობა, რა სიმაღლეზეა ისინი განთავსებული. ვოლფი იმედოვნებს, რომ მისი ნოუ-ჰაუ უფრო გაცილებით დიდი ტერიტორიის დაცვას უზრუნველყოფს.

ლაზერი დამონტაჟებულია შვეიცარიის ალპებში, სენტისის მთის თავზე, რომლის სიმაღლე 2,5 ათასი მეტრია.

"ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ადგილი, სადაც ელვა საკმაოდ ხშირია. იქ განლაგებულია რადიოკოშკი, რომელზეც წელიწადში 100-დან 400 დარტყმამდე მოდის", - განაცხადა ვოლფმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system