თავში

მეცნიერებმა ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

​მეცნიერებმა ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

შუა პლეისტოცენის პერიოდის აფრიკის მაცხოვრებლები, შესაძლოა, ადამიანთა ახალ სახეობას, Homo bodoensis-ს მიეკუთვნებოდეს, - ამის შესახებ პალეონტოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომელსაც ვინიპეგის უნივერსიტეტის სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. სტატია ჟურნალში Evolutionary Anthropology Issues News and Reviews გამოქვეყნდა.

მანამდე ცნობილი ნაშთები სხვა სახეობებს მიეკუთვნებოდა, რაც აღმოჩენების იდენტიფიკაციასა და კლასიფიკაციაში პრობლემებს ქმნიდა.

მეცნიერების აზრით, Homo bodoensis აფრიკაში შუა პლეისტოცენის პერიოდში, დაახლოებით 500 ათასი წლის წინ ცხოვრობდა და თანამედროვე ადამიანების პირდაპირი წინაპარი იყო. მათ ამ პერიოდის ცნობილი ადამიანის ნაშთები აფრიკიდან და ევრაზიიდან ხელახლა შეაფასეს. ადრე ეს ნამარხები ჰაიდელბერგის ან როდოსელი ადამიანის ნაშთებად ითვლებოდა. თუმცა, ამ სახეობებთან დაკავშირებით დაბნეულობა იყო. მაგალითად, სავარაუდოდ, ჰაიდელბერგის ადამიანის ზოგიერთი ნაშთი დნმ-ის ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ნეანდერტალელების ნაშთები იყო. როდოსიელი ადამიანის შესახებ კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი და კრიტერიუმები, რომლითაც ამა თუ იმ ნაშთების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, ძალიან ბუნდოვანია.

ახალი შეფასებით, ზოგიერთი ნაშთი, შესაძლოა, ნეანდერტალელის ნაშთებად გადაკლასიფიცირდეს. დანარჩენები კი, შესაძლოა, ერთ სახეობად - Homo bodoensis-ად გაერთიანდეს. ამ კატეგორიას შუა პლეისტოცენის პერიოდის ადამიანების უმეტესობა ხვდება - აფრიკიდან და ზოგიერთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system