თავში

მეცნიერებმა COVID-19ის საწინააღმდეგო ახალი პოტენციურად ეფექტური საშუალება იპოვეს

მეცნიერებმა COVID-19–ის საწინააღმდეგო ახალი პოტენციურად
მეცნიერებმა COVID-19ის საწინააღმდეგო ახალი პოტენციურად ეფექტური საშუალება იპოვეს

ესპანური კომპანია PharmaMar-ის პრეპარატი პლიტიდეპსინი პრეკლინიკური კვლევების დროს SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური აღმოჩნდა. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Science წერს. კვლევები აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და ესპანეთში ტარდებოდა.

”ჩვენი დასკვნების თანახმად, პლიტიდეპსინი არის პერსპექტიული კანდიდატი COVID-19 მკურნალობისთვის”, - ნათქვამია სტატიაში.

კვლევები ჩატარდა როგორც "in vitro", ასევე ცხოველებზე ("in vivo"). თაგვებში პრეპარატის გამოყენებამ ფილტვებში ვირუსის რეპლიკაციის სიჩქარის შემცირება აჩვენა. მეცნიერების რეკომენდაციით, საჭიროა მეტი კვლევების ჩატარება იმისთვის, რომ პლიტიდეპსინი COVID-19-ის მკურნალობისთვის იყოს გამოყენებული.

პლიტიპეპსინი თავდაპირველად შეიქმნა ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ, პრეპარატმა კლინიკური კვლევები გაიარა, დამტკიცებულია ავსტრალიაში მიელომის საწინააღმდეგო მკურნალობისთვის.

პრეპარატი, რომელიც უფრო მეტად "აპლიდინის" სახელწოდებითაა ცნობილი, მსოფლიოში შეზღუდული რაოდენობით 2 000-იან წლებში გავრცელდა. ის მიიღება ზღვის ქორდიანი ცხოველებისგან. პირველად ის Aplidium albicans-ის სახეობისგან მიიღეს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში კუნძულ იბიცასთან აღმოაჩინეს. დღეს ის ხელოვნურად გამომუშავდება. პრეპარატის წარმოების უფლება ესპანურ კომპანია PharmaMar-ს აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system