თავში

მეცნიერებმა COVID-19-ის წინააღმდეგ ახალ ეფექტურ სამკურნალო საშუალებას მიაგნეს

მეცნიერებმა COVID-19-ის წინააღმდეგ ახალ ეფექტურ სამკურნალო საშუალებას მიაგნეს
მეცნიერებმა COVID-19-ის წინააღმდეგ ახალ ეფექტურ სამკურნალო საშუალებას მიაგნეს

ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტურია ანტიმიკრობული პრეპარატი, რომელიც კუჭის წყლულისა და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.

"ჩვენ ვსაუბრობთ რანიტიდინის ბისმუთის ციტრატზე (RBC), რომელიც გამოცდილია ზაზუნებზე", - განაცხადეს მეცნიერებმა.

ექსპერიმენტის შედეგად ფილტვებში ვირუსისგან გამოწვეული ბაქტერიები ათასჯერ შემცირდა. გარდა ამისა, აღნიშნულმა პრეპარატმა მწვავე COVID-19-ით ინფიცირებულ ცხოველებში მნიშვნელოვნად შეამცირა ძირითადი ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებისა და ქიმიოკინების დონე.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ რემდესივირთან და სხვა პოტენციურ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით, RBC-ის მედიკამენტს დაბალი ციტოტოქსიკურობა გააჩნია, რაც მის უსაფრთხოებაზე მიუთითებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system