თავში

მეცნიერებმა დაასახელეს ცხოველები, რომლებსაც COVID-19-ის გავრცელება შეუძლიათ

​მეცნიერებმა დაასახელეს ცხოველები, რომლებსაც COVID-19-ის გავრცელება შე
მეცნიერებმა დაასახელეს ცხოველები, რომლებსაც COVID-19-ის გავრცელება შეუძლიათ

ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის პროცესში გამოავლინეს ცხოველთა სია, რომლებიც კოროვირუსულ ინფექციას ავრცელებენ. შედეგები სამეცნიერო ჟურნალში The Scientist გამოქვეყნდა.

ექსპერტებმა 5 ათასი ძუძუმწოვრიდან 500 სახეობის ცხოველი შეარჩიეს, რომლებთანაც ადამიანები ყველაზე ხშირად შედიან კონტაქტში. ისინი, შესაძლოა, ვირუსის მატარებლები იყვნენ. ამ სიაში შედის: ირმები, წაულები, ზარმაცები, ჭიანჭველაჭამიები, შინაური კატები.

ნიუ-იორკის ეკოსისტემის კვლევის ინსტიტუტის სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად, აუცილებელია ცხოველების კონტროლი და მათი კონტაქტის შეზღუდვა ადამიანებთან.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხერხემლიანებს ფერმენტი 2 (ACE2) აქვთ, რომელიც ვირუსს სხეულში უფრო დიდხანს „გადარჩენაში“ ეხმარება. ეს ცხოველებს ინფექციის მატარებლებად აქცევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system