თავში

მეცნიერებმა ევროპაში შექმნილი პირველი 3D რუკა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ევროპაში შექმნილი პირველი 3D რუკა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ევროპაში შექმნილი პირველი 3D რუკა აღმოაჩინეს

საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში ქვის ფილები აღმოაჩინეს, რომელიც ისტორიაში, ევროპის ტერიტორიის პირველ 3d რუკას წარმოადგენს.

არქეოლოგების თქმით, ფილები 4000 წლის წინ ქვაში ამოტვიფრულ დასავლეთ ბრეტანის რუკას წარმოადგენს, რომელიც 80%-იანი სიზუსტით გამორჩევა. ქვის ფილები სავარაუდოდ ბრინჯაოს ხანაშია შექმნილი. 

ქვის ეს ნაჭრები პირველად 1900 წელს ადგილობრივმა არქეოლოგმა პოლ დუ შატელიემ, ფისტინერეში, დასავლეთ ბრეტანში, პრეისტორიულ სასაფლაოზე გათხრების დროს აღმოაჩინა. ფილები საუკუნეზე მეტი ხანი იყო დავიწყებული და ათწლეულების განმავლობაში, მონსიერ დუ შატელიეს სახლში ინახებოდა. 2014 წელს არქეოლოგებმა ის ხელახლა აღმოაჩინეს.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუკაზე გამოსახულია ტერიტორია კონკრეტული მასშტაბით. მთელ მსოფლიოში, ქვაში ამოკვეთილი რამდენიმე ასეთი რუქა არსებობს. თუმცა, ისინი ჩვეულებრივ მხოლოდ ინტერპრეტაციებს წარმოადგენენ", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი კლემენტ ნიკოლასი.

მეცნიერების თქმით, ფილები მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმისა, რომ ანტიკურ საზოგადოებაში გეოგრაფიული ცოდნა საკმაოდ განვითარებული იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system