თავში

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ არიან პანდები შავ-თეთრი

​მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ არიან პანდები შავ-თეთრი
მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ არიან პანდები შავ-თეთრი

როგორც ბოლო კვლევის შედეგებმა აჩვენა, გიგანტური პანდებისთვის დამახასიათებელი შავ-თეთრი შეფერილობა მათ ბუნებრივ ჰაბიტატში ცხოველების ეფექტურ შენიღბვას უზრუნველყოფს. სტატია ამის შესახებ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

ძუძუმწოვრების უმეტესობა ყავისფერ-ნაცრისფერი ფერისაა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც კონტრასტულ ფერებს იყენებენ - ზებრები, სკუნსები, ვეშაპები და ასევე პანდები.

დიდი ბრიტანეთის, ფინეთისა და ჩინეთის მეცნიერებმა გამოსახულების ანალიზის უახლესი მეთოდების გამოყენებით აჩვენეს, რომ ეს ცხოველი ძალიან ეფექტურად ინიღბება: მისი ბეწვი საშუალებას აძლევს, ლანდშაფტში ჩაიკარგოს და ინდივიდის რეალური ზომის შესახებ მტაცებელი შეცდომაში შეიყვანოს.

ავტორებმა გიგანტური პანდების ფოტოები მათ ბუნებრივ ჰაბიტატში გააანალიზეს და დაადგინეს, რომ შავი ლაქები მუქ ჩრდილებს და ხის ტოტებს ერწყმის, თეთრი განათებულ ფოთლებს ან თოვლს შეესაბამება, ხოლო ღია ყავისფერი ტონალობა ბნელ და ნათელ ელემენტებს შორის გლუვ გადასვლას უზრუნველყოფს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაადასტურეს, რომ შენიღბვის ეფექტი მუშაობს არა მხოლოდ ადამიანის ხედვის მოდელზე, არამედ კატებსა და ძაღლებზეც - მტაცებლების ორი ძირითადი ოჯახის წარმომადგენლებზე, რომლებიც პანდაზე ნადირობენ.

"შედეგები სრულად არღვევს მითს იმის შესახებ, რომ გიგანტური პანდის დანახვა მის ბუნებრივ ჰაბიტატში ადვილად არის შესაძლებელი“, - ამბობს კვლევის პირველი დოქტორი ოსი ნოკელაინენი ფინეთის იუვესკილის უნივერსიტეტიდან.

მეცნიერები თვლიან, რომ კონტრასტული ლაქები ე.წ. დესტრუქციული შეფერილობის ელემენტია, რომლის შემთხვევაში ბეწვის ფერის მკაფიო საზღვრები ცხოველის მოხაზულობას არღვევს და ის, ვინც მათზე ნადირობს, შორიდან ვერ ხვდება, ვისთან აქვს საქმე.

"როდესაც ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა გამოგვიგზავნეს სურათები ველური ბუნებიდან, მე სურათზე გიგანტური პანდა ვერ დავინახე. თუ ჩვენ, პრიმატების განვითარებული მხედველობით, ისინი ვერ დავინახეთ, ეს ნიშნავს, რომ მათ ვერც პოტენციური მტაცებელი დაინახავს, რომლის მხედველობაც ჩვენზე უარესია“, - ამბობს კვლევის ლიდერი პროფესორი ტიმ კარო ბრისტოლის ბიოლოგიურ მეცნიერებათა სკოლიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system