თავში

მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენი ტირანოზავრი ცხოვრობდა დედამიწაზე

მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენი ტირანოზავრი ცხოვრობდა დედამიწაზე
მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენი ტირანოზავრი ცხოვრობდა დედამიწაზე

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დათვალეს, თუ რამდენი ტირანოზავრი ცხოვრობდა დედამიწაზე და აღმოჩნდა, რომ მათი რაოდენობა მთლიანობაში 2,5 მილიარდს აჭარბებდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sci-news ავრცელებს.

პალეონტოლოგების ვარაუდით, ერთდროულად დედამიწაზე  დაახლოებით 20 ათასი ზრდასრული ტირანოზავრი ცხოვრობდა. საერთო ჯამში, გიგანტური ხვლიკების 127 ათასი თაობა შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ დათვლის მეთოდი საკმაოდ უხეშ მეთოდს ეფუძნება და არც თუ ისე სანდოა. ამიტომ, შესაძლოა მეცნიერების ვარაუდში დიდი ცდომილებებიც იყოს. ამასთან, დედამიწაზე ტირანოზავრების მხოლოდ ასამდე ნაშთია ნაპოვნი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system