თავში

მეცნიერებმა განმარტეს, რატომ გადაურჩნენ გველები დინოზავრებს

​მეცნიერებმა განმარტეს, რატომ გადაურჩნენ გველები დინოზავრებს
მეცნიერებმა განმარტეს, რატომ გადაურჩნენ გველები დინოზავრებს

University of Bath-ის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ყველა გველი, რომელიც დღეს დედამიწაზე ბინადრობს, მოდის რამდენიმე სახეობიდან, რომელიც ათობით მილიონი წლის წინ ასტეროიდების დარტყმას გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მათი თქმით, 66 მილიონი წლის წინ ასტეროიდის დარტყმის შედეგად დინოზავრები განადგურდნენ, მცენარეებისა და ცხოველების დაახლოებით 76% კი გაქრა. თუმცა, გველებმა, ძუძუმწოვრების, ფრინველების, ბაყაყების და თევზების მსგავსად, გადარჩენა მოახერხეს.

ისინი განვითარდნენ და დღესდღეობით მსოფლიოში სამი ათასზე მეტი სახეობის გველია.

"გველებს შეუძლიათ, გადარჩნენ ისეთ გარემოში, სადაც საკვები მწირია. მათ შეუძლიათ, მოახდინონ ახალი კონტინენტების კოლონიზაცია და გარემოსთან ახლებურად ურთიერთქმედება. სავსებით შესაძლებელია, რომ ასტეროიდების ზემოქმედების გარეშე ისინი ვერ იქნებოდნენ ის, რაც დღეს არიან", - ამბობს წამყვანი მკვლევარი დოქტორი, კეტრინ კლეინი.

აღინიშნება, რომ ზოგიერთმა გველმა ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ გადარჩენა იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ, დაახლოებით ერთი წელი საკვების გარეშე იცხოვრონ და სიბნელეში ნადირობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system