თავში

მეცნიერებმა ორი პოპულარული გამაყუჩებელი შეადარეს

​მეცნიერებმა ორი პოპულარული გამაყუჩებელი შეადარეს
მეცნიერებმა ორი პოპულარული გამაყუჩებელი შეადარეს
© GETTY IMAGES

მეცნიერებმა ერთმანეთს ორი პოპულარული გამაყუჩებლის ეფექტურობა შეადარეს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

კანადურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა 5 000-მა ადამიანმა მიიღო, ერთმანეთს იბუპროფენი და კოდეინი შეადარეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტები, ვინც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას იღებდნენ, 6-12 საათის განმავლობაში გაცილებით ნაკლებ პოსტოპერაციულ ტკვივილს განიცდიდნენ, ვიდრე ისინი, ვინც კოდეინს იღებდა.

მაკმასტერის უნივერსიტეტის ქირურგიის დოზენტის, მეთიუ ჩოის თქმით, მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ იბუპროფენს არა მხოლოდ უკეთესი გაყუჩება შეუძლია, არამედ ნაკლებად იწვევს შეჩვევას და გვერდით მოვლენებს. ამასთან, მათი თქმით, კოდეინს ექიმები უფრო ხშირად ნიშნავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system