თავში

მეცნიერებმა პირველადი დიაგოსტიკის ყნოსვის ტესტი შექმნეს

მეცნიერებმა პირველადი დიაგოსტიკის ყნოსვის ტესტი შექმნეს
მეცნიერებმა პირველადი დიაგოსტიკის ყნოსვის ტესტი შექმნეს

ბრიტანელმა, Queen Mary University-ის მეცნიერებმა შექმნეს პირველადი დიაგნოსტიკი ყნოსვის ტესტი, რომელის შეიძლება გამოყენებულ იქნას ნევროლოგირუი აშლოლობების და COVID-19-ის დასადგენად. ინფორმაცია ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალ The Royal Society Interface-ში გამოქვეყნდა.

ყნოსვის ტესტები ზოგადად  შეიძლება სასარგებლო იყოს ნევროლოგიური დაავადებების, პარკინსონის და ალცჰეიმერის დიაგნოზის დასადგენად, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირი ღირს და პროცედურის ჩატარება დიდ დროს მოითხოვს. 

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტესტის მარტივი და იაფი ნაკრები. ნაკრები მოიცავს არომატული კაფსულებს, რომლებიც ორ ჯოხს შორის არის მოქცეული წებოვანი ლენტის საშუალებით. ტესტირებისთვის პაციენტმა უნდა გახეთქოს კაფსულა, მოაცალოს წებოვანი ლენტი და ექიმს უთხრას, როგორ სუნს გრძნობს ის და გრძნობს თუ არა საერთოდ.

ტესტირების ეს მეთოდი სრულფასოვანი დიაგნოსტირებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა ის შეიძლება გახდეს პირველადი დიაგნოსტირების კარგი მეთოდი. პროცედურის სიმარტივისა და მისი არაინვაზიურობის გათვალისწინებით, ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში ზედმეტი სტრესის გარეშე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system