თავში

მეცნიერებმა პოსტკოვიდური სინდრომის სიმპტომები დაასახელეს

​მეცნიერებმა პოსტკოვიდური სინდრომის სიმპტომები დაასახელეს
მეცნიერებმა პოსტკოვიდური სინდრომის სიმპტომები დაასახელეს

პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა უმეტესობას რესპირატორული და ფსიქიკური დაავადებების სიმპტომები აღენიშნება. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია დეპრესია, შფოთვა, გუნება-განწყობის აშლილობა და მომატებული დაღლილობა. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი მეცნიერების კვლევაში, რომელიც ჟურნალში Mayo Clinic Proceedings გამოქვეყნდა.

”პაციენტთა უმეტესობას, რომელთანაც ვმუშაობდით, ესაჭიროებოდა ფიზიკური თერაპია, შრომითი თერაპია ან ტვინის რეაბილიტაცია, კოგნიტური შეშფოთების საეჭვო პრობლემის აღმოსაფხვრელად”, - განაცხადა დოქტორმა ვანიჩკაჩორნმა პაციენტების პირველ ჯგუფზე დაკვირვების შემდეგ.

პაციენტები Mayo-ს კლინიკაში COVID-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდნენ.

მისი თქმით, ბევრი განიცდიდა დაღლილობას, ნახევარზე მეტი კი აზროვნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩიოდა, რასაც "ტვინის ნისლი" ეწოდება. ექიმმა ვანიჩკაჩორნმა აღნიშნა, რომ ბევრმა ნორმალურ სამუშაო ცხოვრებასთან დაბრუნება, სულ მცირე, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლო.

გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყველაზე გავრცელებული სიმპტომები პაციენტებში, რომლებმაც პოსტკოვიდური სინდრომით კლინიკას მიმართეს, იყო დაქანცულობა, ქრონიკული დაღლილობა, ასევე რესპირატორული სიმპტომები და ნევროლოგიური ჩივილები. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ადამიანთა 30%-ზე მეტი აღნიშნავდა, რომ ყოველდღიური ძირითადი საქმიანობის შესრულებისას კოგნიტურ სირთულეებს აწყდებოდა.

სტატიის ავტორებმა დაასკვნეს, რომ პოსტკოვიდური სინდრომი არის დამოუკიდებელი დაავადება, რომელიც ცალკეულ მკურნალობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტები დიდხანს ვერ დაუბრუნდებიან სამსახურსა და ჩვეულ ცხოვრებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system