თავში

მეცნიერებმა შეისწავლეს, რა რეაქცია აქვთ ვირთხებს ღუტუნზე

​მეცნიერებმა შეისწავლეს, რა რეაქცია აქვთ ვირთხებს ღუტუნზე
მეცნიერებმა შეისწავლეს, რა რეაქცია აქვთ ვირთხებს ღუტუნზე

ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს, რა რეაქცია აქვთ ვირთხებს ღუტუნზე. ამის შესახებ ScienceDaily წერს.

ექსპერიმენტის მსვლელობისას უნდა დაედგინათ ვირთხის რეაქციები გარკვეულ ზემოქმედებაზე, რომელსაც მასზე ადამიანი ახდენდა.

კერძოდ, ღუტუნის დროს ვირთხა წრიპინებდა. ამასთან, სიგნალის დონე და სიმაღლე პირდაპირპროპორციული იყო იმ სიამოვნებისა, რომელსაც ამ დროს ვირთხა განიცდიდა. ჩუმი ხმა ან მისი არ არსებობა კი ნეგატიურ ემოციებს ნიშნავდა.

აღმოჩნდა, რომ გარე ზემოქმედებაზე ვირთხის რეაქცია მის ემოციურ მდგომარეობაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული და ღუტუნი ყველა ვირთხას არ მოსწონდა.

მეცნიერების თქმით, ადამიანის მიერ ცხოველებში ემოციური რეაქციის დადგენა მათთან სწორი ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება, რაც ადამიანის გვერდით ცხოველის არსებობას აუმჯობესებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system