თავში

მეცნიერებმა "ტვინის წებო" შექმნეს

მეცნიერებმა "ტვინის წებო" შექმნეს
მეცნიერებმა ტვინის წებო შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს "ტვინის წებო", რომელსაც ტრავმის შემდეგ დაზიანებული ნეირონების აღდგენა შეუძლია.

თავის ტვინის ტრავმას შეიძლება ჰქონდეს მძიმე და გრძელვადიანი შედეგები, მათ შორის ქსოვილის დაზიანება, კოგნიტური დაქვეითება და ინვალიდობა. ჯორჯიის უნივერსიტეტის გუნდმა გამოიგონა ჰიდროგელი, რომელიც ხელს უშლის ქსოვილის დაზიანებას და ხელს უწყობს ნეირონების რეგენერაციას. 

"ტვინის წებო" ჯერ კიდევ 2017 წელს შეიმუშავეს ჯორჯიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. მას შემდეგ გუნდმა ჰიდროგელი  დახვეწა და ახლა მას შეუძლია ხელი შეუწყოს ტვინის რეგენერაციას და ფუნქციის აღდგენას. 

ჰიდროგელი თაგვებზე გამოსცადეს და ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ იცავს ქსოვილს, არამედ აქტიურად აღადგენს ნეირონებს. შედეგად, 20 კვირის შემდეგ მოხდა უჯრედების გაჯანსაღება და მოტორული ფუნქციის გაუმჯობესება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system