თავში

მეცნიერებმა ვირებში პარაზიტები აღმოაჩინეს, რომლებსაც მუცლის მოშლა შეუძლიათ

მეცნიერებმა ვირებში პარაზიტები აღმოაჩინეს, რომლებსაც მუცლის მოშლა შეუძლიათ
მეცნიერებმა ვირებში პარაზიტები აღმოაჩინეს, რომლებსაც მუცლის მოშლა შეუძლიათ

იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გარეულ და მშრომელ ვირებში მავნე და იშვიათი პარაზიტები - ტოქსოპლაზმა და ნეოსპორა აღმოაჩინეს, რომელიც ორსული ქალებისთვის ძალიან საშიშია, რადგან მან, შესაძლოა, მუცლის მოშლა გამოიწვიოს. ამის შესახებ Mirror წერს.

მეცნიერების თქმით, ვირებში აღმოჩენილ მავნე პარაზიტებს მრავალი ცხოველის დაინფიცირება და ნერვოლოგიური დაავადებების გამოვლენა შეუძლია.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 98 ვირი შეისწავლეს, მათ შორის ცხოველთა თავშესაფრიდან. შედეგებმა აჩვენა, რომ ვირების 94%-ს ანტისხეულები ტოქსოპლაზმას, ხოლო 70%-ს ნეოსპორის წინააღმდეგ ჰქონდა.

”ამ კვლევის თანახმად, ვირებმა, შესაძლოა, პარაზიტები შეინარჩუნონ, რაც საბოლოო ჯამში ინფექციის წყაროდ გადაიქცევა", - განაცხადა მეცნიერმა.

მეცნიერთა აზრით, ვირებში ორივე პარაზიტის აღმოჩენა მეცხოველეობის არასათანადო სანიტარული პირობებთან არის დაკავშირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system