თავში

მეცნიერებს მამონტების გაცოცხლება სურთ

​მეცნიერებს მამონტების გაცოცხლება სურთ
მეცნიერებს მამონტების გაცოცხლება სურთ

მეცნიერთა ჯგუფმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გენეტიკის პროფესორის, ჯორჯ ჩერჩის ხელმძღვანელობით, ინვესტორებისგან 15 მილიონი დოლარი მიიღო. ის მამონტის გადაშენებული სახეობის აღორძინებას შეეცდება. მკვლევარები ლაბორატორიაში მამონტისა და სპილოს ჰიბრიდის შექმნას ეცდებიან. ამის შესახებ The Guardian წერს.

სპეციალისტები მამონტის დნმ-ით ემბრიონებს შექმნიან და მათ აზიური სპილოების დნმ-თან შეაჯვარებენ. ეს უკანასკნელნი წითელ წიგნშია შეტანილი.

მიღებული ემბრიონების გაზრდას მეცნიერები სუროგატი დედის დახმარებით, ან ხელოვნურ საშვილოსნოში გეგმავენ. ამ სამუშაოს შედეგების წარმოდგენას ისინი 6 წელიწადში აპირებენ.

შედეგად, უნდა გამოვიდეს სპილო, რომელიც სიცივისადმი მდგრადია, ასევე მამონტს ჰგავს და მასავით იქცევა.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ გადაშენებული სახეობების დაბრუნებას დედამიწის ეკოსისტემების გაჯანსაღება და, შესაბამისად, გლობალური დათბობის შენელება შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system