
მანმარის ნეფრიტის მომპოვებელ მაღაროში მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის სახანძრო დეპარტამენტი იუწყება.
უწყების ცნობით, ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანა გრძელდება.
-10:28-
მიანმარის მაღაროში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროში უამრავი ადამიანი ჩაკეტილი რჩება.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
თეკო გიორგაძე
ავტორი