თავში

მიანმარის ხუნტა ყოფილ მმართველ პარტიას აუქმებს

მიანმარის ხუნტა ყოფილ მმართველ პარტიას აუქმებს
მიანმარის ხუნტა ყოფილ მმართველ პარტიას აუქმებს

მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ხუნტის მიერ დანიშნული საარჩევო კომისია ქვეყნის ყოფილი ლიდერის აუნ სან სუ ჩის მმართველ პარტიას გააუქმებს. ამის მიზეზი პარტია "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" მიერ გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნებია, რომელსაც ხუნტა გაყალბებულად აცხადებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და ამის საფუძველზე პარტია რეგისტრაციიდან მოიხსნება. მათი თქმით, აუნ სან სუ ჩის პარტია მოღალატეა და ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. 

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system