თავში

მიანმარის საპროტესტო აქციების დროს კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა

მიანმარის საპროტესტო აქციების დროს კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა
მიანმარის საპროტესტო აქციების დროს კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა
© thejakartapost.com

მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დროს ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ცნობილია, რომ დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ვეტლეტში, ორი ადამიანი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შანის შტატის სხვადასხვა ქალაქში, ერთი ადამიანი კი - ქალაქ ჰსიავში.

ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები გრძელდება. იზრდება უსაფრთხოების ძალების შეიარაღებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვიც.

უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, არეულობების დროს, სულ მცირე, 750 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3,3 ათასზე მეტი პატიმრობაში იმყოფება. 

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system