თავში

მიანმარში 39 აქტივისტი დააკავეს

მიანმარში 39 აქტივისტი დააკავეს
მიანმარში 39 აქტივისტი დააკავეს

მიანმარში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 39 ადამიანი დააკავეს. ისინი აფეთქებებში, ხანძრის გაჩენასა და ამბოხებულ ეთნიკურ ჯგუფებთან საბრძოლო მომზადების გავლის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეიდები ჩაატარეს, რომლის საფუძველზეც თვითნაკეთი ნაღმები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ტროტილი და დეტონატორი ამოიღეს. მიანმარში 1 თებერვალს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საპროტესტო ტალღა არ ცხრება. სამხედრო რეჟიმი მოქალაქეებს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს, განურჩევლად აპატიმრებს ყველას და იარაღითა და პროტესტის ჩახშობით ცდილობს ქვეყანაში წესრიგის დამყარებას.

ხუნტის მხრიდან სასტიკი ძალადობის პირისპირ დარჩენილი დემოკრატიის მომხრეები სახელმწიფო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს ახორციელებენ. გარკევული ნაწილი სამხედრო მომზადების გავლას ეთნიკური უმცირესობების ამბოხებულ დაჯგუფებებთან ცდილობს. 

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system