თავში

მიანმარში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 737-ს გადააჭარბა

მიანმარში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 737-ს გადააჭარბა
მიანმარში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 737-ს გადააჭარბა

მიანმარში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, 737-ს გადააჭარბა.

მიანმარის პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციის მონაცემებით, 3 229 ადამიანი პატიმრობაში იმყოფება.

იანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system